(რეზონანი) ჟურნალისტი რომან ქევხიშვილი მსახიობ ზუზუ ბეჟაშვილი დაღუპვასთან დაკავშირებით ფეისბუქზე შემდეგი სახის პ[ოსტს აქვეყნებს:
„ჩემო ზუზუ, ემოციებს ვეღარ ვაკონტროლებ. უკიდეგანო სიცარიელეა უშენოდ. დღეში ასჯერ შემოვდივარ შენ კედელზე, თითქოს შენ დაწერილს რამეს წავითხავ. მერე ისტერიულად ყვირილი მინდება, მაგრამ ცრემლებში ვახრჩობ სათქმელს. განვიცდი ყველა დაკარგულ დღეს, ვბრაზდები საკუთარ თავზე რომ უფრო მეტი დრო არ გავატარე შენთან. ზუზ, ჩემი ხელით მიგიყვანე საბოლოო სახლთან. გაკოცე, გამოვბრუნდი, მაგრამ მაინც ცოცხალს გეძებ. იმიტომ რომ ვერ გაგიშვი. დიდი ადგილი გაქვს ჩემ გულში და აქ გტოვებ სამუდამოდ. ხო კიდე, არ იდარდო, ციალას არ მივატოვებ, არც შენ. ახალ მისამართზე გესტუმრები ხოლმე. მუხადგვერდის გზაც ხომ მასწავლე. და ბოლოს, ხო იცი, ურწმუნო ვარ, სხვა ცხოვრების არ მჯერა, მაგრამ ახლა შენ უკეთ იცი. იქნებ ოდესმე კიდევ შეგხვდე სადმე და მერე ამ პოსტზე მაგრად ვიცინოდ", - წერს ჟურნალისტი.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე