გვანცა წულაია
24.08.2018

 ბიზნესინტერესები და უნივერსიტეტის კაპიკებში ხელში ჩაგდება - შავი ზღვის უნივერსიტეტის ინტერესების დამცველი სოსო ბარათაშვილი ფიქრობს, რომ სწორედ ეს არის მოტივი და მიზანი ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებისა, რომ IBSU-ს ერთი წლით, 2019 წლის 20 აგვისტომდე, სტუდენტთა ახალი ნაკადის მიღება აეკრძალოს.

სოსო ბარათაშვილი ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ ავტორიზაციის საბჭოს მიერ მიღებული გადატყვეტილება „მოულოდნელი, ყალბად მიღებელი, არასწორი და არაკეთილ სინდისიერია". ბარათაშილი „რეზონანსთან" ასევე აცხადებს, რომ უნივერსიტეტს ავტორიზაცია ჰქონდა მინიჭებული და არავითარი დაბრკოლება არ არსებობდა იმასათვის, რომ მსგავსი გადაწყვეტილება მიღებულიყო.

„თავდაპირველად უნდა ღინიშნოს, რომ უნივერსიტეტს ექვსი წლის ვადით ავტორიზაცია მიენიჭა. კომპეტენტური დასკვნა არსებობს, სადაც მითითებულია, რომ ყველა პარამეტრში უნივერსიტეტი იმ მოთხოვნებს აკმაყოფილებს, რომელიც ავტორიზაციისთვის საჭიროა. ამ კომისიას ხელმძღვანელობდა ბრიტანელი ექსპერტი და ასევე ქართველებიც. ამის შემდეგ, თითქოს, არავითარრი დაბრკოლება არ უნდა ყოფილიყო იმისათვის, რომ უნივერსიტეტს ფუნქციონირება ნორმალურად გაეგრძელებინა. მაგრამ, მოულოდნელად ავტორიზაციის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ერთი წლის განმავლობაში უნივერსიტეტს სტუდენტების მიღება აეკრძალა. ამის საფუძვლად მათ დაასახელეს ის, რომ უნივერსიტეტი სასამართლოში აწარმოებს დავას შემოსავლების სამსახურის მიმართ იმის გამო, რომ 2013 წელს უნივერსიტეტს დაერიცხა სამ მილიონ ნახევარი ლარი გადასახდელად დღგ-ს ნაწილში. შემდეგ, შემოსავლების სამსახურმა თავად შეამცირა და დავა მიმდინარეობს 700 ათას ლარზე.

„აუდიტს ვესაუბრე და ამიხსნა, რომ 700 ათასი ლარის ფარგლებშიც, უნივერსიტეტს აქვს ძალიან დიდი შანსი, რომ საქმე მოიგოს. თუმცა საქმეს მოიგებს თუ არა ამას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. უნივერსიტეტმა საბანკო დეპოზიტზე განათავსა 739 ათასი ლარი იმ შემთხვევისათვის, რომ თუ ეს დავა იმგვარად დასრულდება, რომ უნივერსიტეტი სასამართლოს მიერ 700 ათასი ლარი გადახდა დაეკისრება, უნივერსიტეტს შეეძლოს დაუყოვნებლივ ამ თანხის გადახდა და აღარ დადგეს ეჭვ ქვეშ უნივერსიტეტის ქონებრივი ან სტუდენტების უფლების შელახვის საკითხი. აქედან გამომდინარე, არავითარი საფუძველი არ არსებობდა იმისათის, რომ უნივერსიტეტისათვის სტუდენტების მიღება აეკრძალათ. აქედან გამომდინარე, ეს არის ყოლბად მიუღებელი, არასწორი და არაკეთილ სინდისიერი დასკვნა", - გვითხრა ბარათაშვილმა.

სოსო ბარათაშვილის თქმით, მიღებული გადაწყვეტილება პოლიტიკურია და დემირელის სკოლისათვის ავტორიზაციის შეჩერებას იხსნებს. პოლიტიკური მოტივის გარდა, ბარათაშვილი გადაწყვეტილების მიღებას ბიზნესმენთა გარკვეული წრის ინტერესებთანაც აკავშირებს. თუმცა, მათ ვინაობას ჩვენთან არ ასახელებს.

„ამას ცხადია პოლიტიკური საფუძველი აქვს. თუ წაიკითხავთ, თუნდაც თურქეთის ელჩის განცხადებას იმის შესახებ, რომ უნივერსიტეტის ტერორისტების თავშესაფარია, უნივერსიტეტი და მისი ლექტორი არის ტერორისტული ორგანიზაციის წევრი და ა.შ. აქ გასაგებია უკვე, რომ ამას აქვს პოლიტიკური საფუძველი, რომელიც თავის დროზე შაჰინის სკოლა-ლიცეუმის დახურვით დაიწო, შემდეგ დემირელის სკოლისათვის ავტორიზაციის შეჩერებით და ახლა ეტყობა შავი ზღის უნივერსიტეტის ჯერი დადგა. ცალკე თემა ამის ის, რომ ამ საკითხი ჩართული იყო ბიზნესმენთა გარკვეული ჯგუფი, რომელიც ცდილობდა, რომ უნივერსიტეტი ხელში კაპიკებათ ჩაეგდოთ", - ამბობს ის.

ავტორიზაციის საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას უნივერსიტეტი გაასაჩივრებს. ბარათაშვილი გვეუბნება, რომ ისინი სასამართლოს ამს შემდეგ მიმართავენ, რაც აკრძალვის შესახებ გამოტანილი გადაწყვეტილება მათ გადაეცემათ.

„ცხადია ეს ყველაფერი გასაჩივრდება. საერთოდ, ავტორიზაციის საბჭოს ეს აკრძალვა უნივერსიტეს არ მიუღია. თუმცა, როგორც კი მივიღებთ ამის შემდეგ გავასაჩივრებთ და მოვითხოვთ მიღებული გადაწყვეტილების შეჩერებას. თუ პირველი ინსანციის სასამართლოში არ დაკმაყოფილდა, მაშინ სააპელაციოში გავასაჩივრებთ. შევიტანთ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საჩივარს და მოვითხოთ, რომ დროულად იქნას ცნობილი უნივერსიტეტის და მისი სტუდენტების განათლების და საკუთრების უფლება. ეს უმძიმესი დარტყმაა, თუმცა უნივერსიტეტი ყველაფერს გააკეთებს და მზად არის იმისათვის, რომ მისი უფლებები დაიცვას.

„ბიზნესმენთა ვინაობას რაც შეეხება, უნივერსიტეტის ხელმძღვანელობის თხოვნით გასაჯაროვებისგან თავს ვიკავებთ, თუმცა მათი მიმოწერა ხელთ გვაქვს", - აცხადებს „რეზონანსთან" სოსო ბარათაშვილი.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×