რეზონანსი
24.08.2018

 (რეზონანსი) ესპანეთის ქალაქ კორდობაში პოლიციამ საქართველოს 3 მოქალაქე დააკავა. ისინი ძარცვაში არიან ეჭვმიტანილი.

პოლიციის ინფორმაციით, დაკავებული ბოროტმოქმედები ჯგუფურად მოქმედებდნენ და ძარცვავდნენ სახლებს ესპანეთის სამხრეთში მდებარე სხვადასხვა ქალაქებში, მათ შორის კორდობასა და სევილიაში.

„მძარცველებს განსაკუთრებული ტაქტიკა ჰქონდათ შემუშავებული. ისინი სხვადასხვა სახლების შესასვლელებში, საკეტებზე სპეციალურ გამჭირვალე ფირს აკრავდნენ და რამდენიმე დღის შემდეგ ამავე სახლებში ბრუნდებოდნენ. თუ ფირი დაუზიანებული რჩებოდა, ეს იმაზე მიუთითებდა, რომ სახლში ამჟამად არავინ ცხოვრობს და მისი ძარცვა უფრო უსაფრთხო იყო", - წერს ესპანური მედია.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×