რეზონანსი
24.08.2018

 (რეზონანსი) საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პარლამენტში, კონსტიტუციის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას არ დასწრებია.

როგორც უმრავლესობის წევრი და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე ამბობს, პრეზიდენტი ღონისძიებაზე მიწვეული იყო, თუმცა არ მივიდა.

„ჩვენ რა თქმა უნდა, პრეზიდენტი დღევანდელ ღონისძიებაზე მოწვეული გვყავდა, თუმცა, სამწუხაროდ, პრეზიდენტმა გადაწყვიტა ალტერნატიული ღონისძიება გაეკეთებინა, რაც ასევე სამწუხაროა, რადგან კონსტიტუცია არის ის საკითხი, რაც აერთიანებს მთელ ქვეყანას, თითოეულ მოქალაქეს. ეს არის ძირითადი კანონი და იმ დღეს, როდესაც კონსტიტუციის დღესთან ერთად აღვნიშნავთ კონსტიტუციის ახალი რედაქციის გამოშვებას და არ ესწრება პრეზიდენტი ამ ყველაფერს, ეს ალბათ უფრო რჩება შთაბეჭდილება, რომ საბოტაჟის ნიშნებს შეიცავს", - განაცხადა სოფიო კილაძემ.

გიორგი მარგველაშვილმა პრეზიდენტის სასახლეში დღეს ესეების კონკურსში „დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისაკენ - რესპუბლიკის 100 წელი" გამარჯვებულები დააჯილდოვა.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×