(რეზონანსი) გავრცელებული ინფორმაცია, რომ თბილისის მერიამ „გიგანტური ბორბლის" განათებისთვის 2 მილიონი დახარჯა, სიმართლეს არ შეესაბამება, - ამის შესახებ განცხადებას „თბილსერვის ჯგუფი" ავრცელებს.
მათივე განცხადებით, ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის სიუჟეტი აღნიშნულთან დაკავშირებით, აგებულია დეზინფორმაციაზე.
"ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია და „თბილსერვის ჯგუფს" არ გაუფორმებია ხელშეკრულება არცერთ კომპანიასთან. ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის სიუჟეტი აგებული იყო დეზინფორმაციაზე და ემსახურებოდა საზოგადოების სიცრუეში შეყვანას.
გვინდა საზოგადოებას განვუმარტოთ, „თბილსერვისმა" ჩაატარა ფასთა კვლევა, რათა დაედგინა გასანათებელი საშუალებების მიწოდებისა და მონტაჟის ღირებულება. აღნიშნულ ფასთა კვლევაში ორმა უმსხვილესმა კომპანიამ - Philips და IGuzzini მიიღო მონაწილეობა, თუმცა მომსახურება მერიას და მასზე დაქვემდებარებულ უწყებებს არ შეუსყიდია", - ნათქვამია „თბილსერვის ჯგუფის" განცხადებაში.