(რეზონანსი) ჟურნალისტი თამარ სანაძე ფეისბუქზე შემდეგი სახის სტატუსს აქვეყნებს:
„უკვე შევეგუეთ იმას რომ ყოველი დილა იწყება სიკვდილით. ან ქუჩაში გადავეყრებით მოკლულს, ან ავარიით კვდება ვინმე. კარგი ამ ყველაფერს ვეკიდებით გაგებით. სამსახურისკენ მიმავალ გზაზე შეწუხებული სახეებით ხალხი, რომლებსაც მაღაზია გაუტეხეს, სურსათის თუ მეორადი ტანსაცმლის.
„უკვე იმ უკიდურესობამდეა ქვეყანა, რომ უთოც კი მოიპარეს მაღაზიიდან. კრიმინალი ძაან ჩვეულებრივი მოვლენაა და მაინც ვეკიდებით გაგებით. ქალაქში, ცენტრში კლავენ, ჩეხავენ მოზარდებს, მცირეწლოვანი შვილების თვალწინ ჩეხავენ დედას, კლავენ, ასახიჩრებენ შეყვარებულს, სადარბაზოებში პოულობენ გვამებს. და მაინც დღე არ გაივლის არ მოკლან ორი, სამი, ხუთი ადამიანი. ქალაქის ცენტრში „სიცოცხლით სავსე" ქალაქში დაძრწის სიკვდილი. მოკლეს დაუნდობლად გაუგონარი სისატიკით ტურისტები საქართველოში კარგი მოეკიდოთ გაგებით.
„სიცოცხლით სავსე ქვეყანაში სიღარიბე „სუფევს", მაშინ როცა ჯერ არნახული ღირებულების სუფრებზე, ათასნაირი დელიკატესით „იკვებებით" ხელისუფლების წარმომადგენელნი. კი ბატონო, ბატონებო. ჩვენ, სიღატაკეში ჩაძირულნი გეკიდებით გაგებით.
„ახლა კიდევ როცა ამ ტექსტს ვწერ, ვიგებ ათას რამეს - ორ მილიონიანი საათი ,ეშმაკის ბორბალზე, მშიერ ქალაქში. ვიგებ გამწარებული გლეხის შესახებ, რომელსაც საკუთარი ქლიავის გაყიდვის საშუალება არ მისცეს. ახლა ამ წუთას, როცა ამ სტატუსს ვწერ ჩემი მეგობრის 8 წლის ბავშვი ამბობს, „რა აღარ "მოხვდება" ამ საქართველოში, რატომ "ხვდება" ასე? -ადექით და გაეცით ბავშვს პასუხი - რატომ ხდება ასე?", - წერს ჟურნალისტი.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე