რეზონანსი
24.08.2018

 (რეზონანსი) ამერიკელი სენატორი ჯონ მაკკეინი ტვინის კიბოს მკურნალობას აღარ გააგრძელებს.

„დაავადების პროგრესმა და ასაკის მატებამ თავისი ვერდიქტი გამოიტანა. თავისი ჩვეული ნების სიმტკიცით, მან გააკეთა არჩევანი, რომ მკურნალობა შეწყვიტოს", - მაკეეინის ოჯახის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სენატორის ოჯახი ყველა მის გულშემატკივარს მადლობას უხდის თანადგომისთვის. არსებული ინფორმაციით, მაკკეინის მდგომარეობა მძიმეა.

BBC-ის ცნობით, მან ვაშინგტონი უკვე დატოვა და თავის ოთახთან არიზონას შტატში გაემგზავრა.

ამერიკელ სენატორს და ქვეყნის ეროვნულ გმირს, ჯონ მაკკეინს მძიმე დაავადების დიაგნოზი გასული წლის ზაფხულში დაუსვეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×