რეზონანსი
24.08.2018

 მოწამეთას სამონასტრო კომპლექსის შესასვლელთან არსებულ ერთ-ერთი ისტორიული კოშკის შიდა მხარე თაბაშირით შელესეს ადგილზე კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს თანამშრომლებმა პირველადი მოკვლევა ჩაატარეს. მოგვიანებით კი კომპლექსთან სააგენტოს ზედამხედველობის ჯგუფი ჩავა და ინსპექტირებას ჩაატარებს. ორსართულიანი კოშკის პირველი სართული დაახლოებით მეხუთე-მეექვსე საუკუნისაა და კულტურულ მემკვიდრეობას წარმოადგენს.

„სამწუხაროდ, ეს სამუშაოები არ ყოფილა შეთანხმებული კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსთან, მე უკვე ვესაუბრე წინამძღვარს, ვესაუბრე სააგენტოსაც, ჩამოვა სპეციალისტთა ჯგუფი და გადაწყვეტს, თუკი შეიძლება იმის დარჩენა ადგილზე, ან გადაკეთება, ან ჩაქრობა იმ ფერის, გადაწყვეტს საბჭო, თუ არა და ჩამოიხსნება და გაკეთდება ისე, რომ საბჭოსთან იყოს შეთანხმებული“, - განაცხადა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ქუთაისის მუზეუმ-ნაკრძალის მმართველმა როლანდ ისაკაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×