რეზონანსი
24.08.2018

 რამდენინე წუთის წინ გათავისუფლებული მეზღვაურების ოჯახებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე შეხვდა. მეზვაურების მდგომარეობის შესახებინფორმაცია მათ თორნიკე რიჟვაძემ პირადად გააცნო. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით მეზღვაურები უკვე უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს. 

23 აგვისტოს, კონგოს ტერიტორიულ წყლებში დაფიქსირდა 7 დღის წინ გაუჩინარებული გემი PANTELENA, რომელზეც 17 ქართველი მეზღვაური იმყოფება. ამ დროისათვის გემი მიემართება ლომეს პორტში (ტოგოს რესპუბლიკა). მიღებული ინფორმაციით, მეზღვაურების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება და მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×