რეზონანსი
24.08.2018

ხობში, ერთ-ერთ სავაჭრო ობიექტში სალარო აპარატის ქვითარზე დატანილია წარწერა - „რუსეთი ოკუპანტია“. წარწერა ინგლისურადაც იკითხება. ობიექტის მფლობელი ინდმეწარმე, როლანდ სერგიაა.

საპროტესტო გზავნილის წარწერიანი ქვითრის ფოტო სოციალურ ქსელში გავრცელდა.

ფოტოს სოციალურ ქსელშ ეხმიანებიან და ქვითარზე დატანილი მისამართის არსებობას აპროტესტებენ:

"სტალინის ქუჩა ტეხავს", "ქართულ მისამართში დიქტატორის სახელია", „ოთხოზორიას სამი მაინც იყოს" - წერენ მომხმარებლები კომენტარებში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×