რეზონანსი
24.08.2018

 საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ "ქართული ოცნება" საპრეზიდენტო არჩევნებზე საკუთარ კანდიდატს არ დაასახელებს. "გუნდში გვქონდა მსჯელობა და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ქართული ოცნება საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარ კანდიდატს არ დაასახელებს. თუ ვის დავუჭერთ მხარს საპრეზიდენტო არჩევნებში, ამასთან დაკავშირებით უახლოეს პერიოდში "ქართული ოცნების" პოლიტიკური საბჭო შეიკრიბება და ამის შემდეგ ჩვენს გადაწყვეტილებას უკვე გავასაჯაროებთ.

იყო საზოგადოებასა და ჩვენი გუნდის ნაწილშიც სურვილი, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა მიეღო ბატონ ბიძინა ივანიშვილს, მაგრამ, როგორც იცით, მას არ სურს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა,“ - განაცხადათალაკვაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×