რეზონანსი
24.08.2018

 ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი საქართველოში ხორბლის იმპორტსა და ექსპორტზე დაწესებულ შეზღუდვებს, იმ ფაქტით ხსნის, რომ ლარსის გამშვებ პუნქტზე დიდი რიგია. ამის გამო ქვეყანაში ტურისტების შემოსვლა ფერხდებოდა. 

„სასაზღვრო გამშვებ პუქტებში იყო დიდი რიგი. ვერ ახერხებდნენ ტურისტები შემოსვლას, ასეულობით მანქანა ბრუნდებოდა უკან, განსაკუთრებით ეს პრობლემა შეიმჩნეოდა ლარსის გამშვებ პუნქტზე. არსებობს გაცილებით ცივილიზებული და ეფექტური გზა - ეს არის საზღვაო ტრანსპორტის და რკინიგზის გამოყენება. არანაირ დისონასს ეს ეკონომიკაში ეს არ შემოიტანს და გაძვირებასაც ადგილი არ ექნება. ყველასთან გვექნება კონსულტაცია და არავის მივატოვებთ“, - განაცხადა მაჭავარიანმა. 

ფინანსთა სამინისტროს ბრძანებით, რომელსაც ხელს ივანე მაჭავარიანი აწერს, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ხორბლის შემოტანა და გატანა ნებადართული ხდება მხოლოდ სარკინიგზო გზითა და პორტების მეშვეობით. ცალკეულ შემთხვევებში კი შემოსავლების სამსახურის ნებართვით ხორბლის შემოტანა და გატანა შესაძლოა, სხვა ტიპის ტრანსპორტითაც განხორციელდეს. ბრძანება ძალაში 15 სექტემბრიდან შედის.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×