ექიმები მოსახლეობას აფრთხილებენ, რომ ამერიკაში საშიში პარაზიტული დაავადება Chaga ვრცელდება, რომელიც ხოჭოს „kissing bug”-ს გადააქვს. შეერთებულ შტატებში Chaga-თი უკვე 300 000 ადამიანია დაავადებული.
დაავადების გადამტანი მწერი ადამიანებს ძირითადად სახეზე, ტუჩისა და თვალების მიდამოებში კბენს, სწორედ აქედან მომდინარეობს მისი სახელი. დაინფიცირებისას, ხშირ შემთხვევაში, არანაირი ხილული ნიშნები და სიმპტომები არ ვლინდება, რის გამოც ხოჭოს ამ სახეობას „ჩუმ მკვლელსაც“ უწოდებენ. ამერიკის გულის ასოციაციის თანახმად, ხოჭოები ძირითადად ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაშია გავრცელებული, თუმცა დაავადების შემთხვევები შტატებში, კანადაში, ევროპაში, ავსტრალიაში და იაპონიაშიც ფიქსირდება.
დაავადებების კონტროლისა და პრევენციის ცენტრის თანახმად, დაავადების პირველი ფაზა რამდენიმე კვირიდან რამდენიმე თვემდე გრძელდება. სიმპტომები მოიცავს სიცხეს, თავის ტკივილს, დაღლილობას, გამონაყარს ან შეშუპებას ნაკბენთან ახლოს.
ამერიკის გულის ასოციაციის თანახმად, არსებობს ანტიპარაზიტული მედიკამენტები, რომლებიც Chaga-ს დაავადებას პირველ ფაზაში წარმატებულად უმკლავდებიან. თუმცა იმ შემთხვევაში, თუ დაავადების მკურნალობა დროულად არ მოხდა, მან, შესაძლოა, გულის პრობლემები და უეცარი სიკვდილი გამოიწვიოს.