რეზონანსი
25.08.2018

 (რეზონანსი) ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის სულხან ორჟონიას განცხადებით ანაკლიის ფესტივალიდან საავადმყოფოში გადაყვანილ ახალგაზრდას უცნობი სუბსტანციით ინტოქსიკაციის ნიშნები ჰქონდა.

ანაკლიის ფესტივალიდან საავადმყოფოში სულ სამი ახალგაზრდა შეიყვანეს. როგორც ექიმი აცხადებს, ორი მათგანი: მამაკაცი და გოგონა ფესტივალიდან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლებმა გადაიყვანეს, ხოლო ერთი 112--ის ჯგუფმა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლების მიერ შეყვანილი პირებიდან ახალგაზრდა მამაკაცი კლინიკაში მიყვანის დროს უკვე გარდაცვლილი იყო, ხოლო გოგონა სამედიცინო დაწესებულებიდან მალევე გაწერეს, სამედიცინო დაწესებულება მალე დატოვა მესამე ახალგაზრდამაც.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×