რეზონანსი
25.08.2018

 (რეზონანსი) ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც ანაკლიაში მიმდინარე ფესტივალზე გარდაიცვალა სამტრედიაში დაბადებული 22 წლის გიორგი ნიშნიანიძეა. ის კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტი იყო.

ახალგაზდრის გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი სინთეტიკური ნარკოტიკის მიღებაა. უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი ახალგაზრდა, საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოში სულ სამი ახალგაზდა შეიყვანეს. ერთ-ერთი მათგანი, გიორგი ნიშნიანიძეა. დანარჩენი ორი - გოგო და მამაკაცი საავამდყოფოდან უკვე გაწერეს.

ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის სულხან ორჟონიას განცხადებით, სამი ახალგაზრდიდან ერთ-ერთ მაგთანს უცნობი სუბსტანციით ინტოქსიკაციის ნიშნები ჰქონდა.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×