რეზონანსი
25.08.2018

 (რეზონანსი) გარმანიის კანცლერ ანგელა მერკელისათვის პიეტრო ფრანჩესკო ჩიტადინის (1616-1681) ფერწერას სახელად „ნატურმორტი კურდღლით" გადაცემას ეხმაურება თავის ფეისბუქზე მანჩო გიორგობიანია.

იგი აღნიშნავს, რომ ტილო მუზეუმის საცავში არ ინახებოდა. არამედ, ეკუთვნოდა კერძო პირს, რომელმაც საქართველოს ხელისუფლებას იგი უსათუოდ გადასცა. მანჩო გიორგობიანის უკმაყოფილმება კი, მთავრობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მუშაობას ეხება. აი რას წერ იგი:

„p.s. პრემიერის და მთავრობის P.R სამსახურმა კიდევ, წინასწარ რომ იცით, რა შლეიფსაც გამოაბამენ, თან აუცილებლად! , „კეთილმოსურნე" საინფორმაციო საშუალებები, როგორც ყოველთვის ჩასაფრებულის პოზიციიდან და ხალხის შეცდომაში შესაყვანად , რასაც, წარმატებულად ახერხებენ ძაალიან ხშირად, ცოტა ტვინები უნდა გაანზრიოთ ხოლმე და მანამდე უნდა გაავრცელოთ ინფორმაცია საჩუქრის „წარმომავლობის" შესახებ და არა მხოლოდ, რა იყო, ვერ გავიგე, თითები დაგატყდებოდათ თუ ენა გაგეცვითებოდათ?! თადარიგი დაიჭირეთ ხოლმე რა! რა გახდა?!", - წერს გიორგობიანი.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×