რეზონანსი
25.08.2018

 (რეზონანსი) ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის დე ფაქტო პრეზიდენტის ანატოლი ბიბილოვის თქმით, „სამხრეთ ოსეთის" რუსეთის შემადგენლობაში შესვლა მისი ხალხის ეროვნული იდეაა, რაზეც უარის თქმას არ აპირებს.

„ჩვენი რესპუბლიკის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა 2008 წლის 26 აგვისტოს მოხდა. მე არ ვამბობ და არ ვიტყვი უარს ეროვნულ იდეაზე - რუსეთის შემადგენლობაში შესვლაზე. ჩემთვის ეს არის ცხოვრების სტიმული და მიზანი, რომელსაც ჩვენმა ხალხმა უნდა მიაღწიოს. მსურს, ოსეთი რუსეთის შემადგენლობაში ვიხილო", - განაცხადა ანატოლი ბიბილოვმა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×