რეზონანსი
25.08.2018

 (რეზონანსი) ანაკლიის მუსიკალური ფესტივალის ტერიტორიაზე დაღუპული 23 წლის გიორგი ნიშნიანიძის ცხედარი საკუთარ სახლში გადაასვენეს.

თვითმხილველი, რომელიც ანაკლიაში, მუსიკალურ ფეტივალზე ახალგაზრდის გარდაცვალების ფაქტს შეესწრო, აცხადებს, რომ გარდაცვალებამდე ის თავს ცუდად გრძნობდა, კონტაქტური იყო, თუმცა გრძნობა მალევე დაკარგა.

დაღუპული ახალგაზდრის ახლობლები ამბობენ, რომ ის მუსიკალურ ფესტივალზე რამდენიმე დღის წინ მეგობრებთან ერთად წავიდა. დღეს დილით კი მისი გარდაცვალების შესახებ გაიგეს.

არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილის მეგობრები სამართალდამცველებმა უკვე გამოკითხეს.

გიორგი ნიშნიანიძე დღეს ანაკლიაში სინთეტიკური ნარკოტიკით დაიღუპა. ის საავადყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×