(რეზონანსი) „გარდაცვალებამდე თავს ცუდად გრძნობდა, კონტაქტური იყო, თუმცა გრძნობა მალევე დაკარგა", - აცხადებს თვითმხილველი, რომელიც ანაკლიაში, მუსიკალურ ფეტივალზე ახალგაზრდა ბიჭის გარდაცვალების ფაქტს შეესწრო.
„ჩემმა თანამშრომელმა აღმოაჩინა, როგორც კი გადამცემში გადმოსცა, ერთ წუთში მივედი. ახალგაზრდა ბიჭი სანაპიროზე, მთავარ სცენასთან ახლოს იმყოფებოდა. თავდაპირველად კონტაქტური იყო, საუბრობდა, მაგრამ გონება მალევე დაკარგა. მაშინვე გადავიყვანეთ ფესტივალის ტერიტორიაზე არსებულ სამედიცინო პუნქტში, საიდანაც მალევე საავადმყოფოში წაიყვანეს", - ამბობს საინიციატოვო ჯგუფ „მანდალას" წარმომადგენელ თემო ხატიაშვილი "AMBEBI.GE" - თან.
23 წლის გიორგი ნიშნიანიძე ანაკლიაში სინთეტიკური ნარკოტიკით დაიღუპა. ის საავადყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.