რეზონანსი
25.08.2018

 (რეზონანსი) რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი, მოსკოვის მახლობლად საკუთარ ბინაში დააკავეს. ამის შესახებ ნავალნის წარმომადგენელი კირა იარმიში ინფორმაციას ტვიტერზე ავრცელებს.

იარმიშის ინფორმაციით, ნავალნი ამ დროისთვის დანილოვსკის პოლიციის განყოფილებაში იმყოფება. დაკავების მიზეზი უცნობია, პოლიტიკოს ჩამორთმეული აქვს მობილური ტელეფონიც.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ დღეს ნავალნი საკუთარ ინტერნეტ არხზე ეროვნულ გვარდიაში არსებულ კორუფციასთან დაკავშირებით საუბარს და შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენას აპირებდა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×