რეზონანსი
25.08.2018

 (რეზონანსი) ბათუმში, ე.წ. გოროდოკის დასახლებაში, სადაც შემოვლითი გზის მშენებლობა მიმდინარეობს, დასაქმებულმა პერსონალმა გათხრების დროს საბრძოლო მასალასა და ჭურვები იპოვა.

ადგილზე მუშაობენ კრიმინალისტები, ტერიტორია კი სპეციალური ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული. მიმდებარედ კი სამუშაოები გრძელდება.

პირველადი მონაცემებით, საბრძოლო მასალა ვადაგასულია და საშიშროებას არ წარმოადგენს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შემთხვევასთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შენახვას გულისხმობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×