რეზონანსი
25.08.2018

 (რეზონანსი) 9 წლის ტატიანა რევიშვილის დაღუპვას მეზობელი ნათელა ქუთათელაძე იხსენებს და ამბობს, რომ შემთხვევის დროს, გოგონას მშობლები სახლში არ იმყოფებოდნენ.

„ეს ოჯახი პირველ სართულზე ცხოვრობს და ფანჯრებზე რკინის გისოსები ამიტომ ჰქონდათ. როგორც გავიგე, იმ დროს, როცა ეს შემთხვევა მოხდა, მშობლები სახლში არ იყვნენ. ეს ამბავი რომ გაიგეს, მაშინვე მოვიდნენ. დედა ყვიროდა, შვილო, არ მოკვდეო და ტატიანას ეხუტებოდა. საშინელი ამბავი ტრიალებდა ჩვენს ოჯახში", - ამბობს მეზობელი ჟურნალ „სარკესთან".

ფეხბურთელ ნუკრი რევიშვილისა და მოდელ თიკო ჩხეიძის უფროსი ქალიშვილი, ტატიანა უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა. გოგონა თამაშობდა და გისოსებს მოჰკიდა ხელი, რომელმაც დენი გაატარა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×