რეზონანსი
25.08.2018

 (რეზონანსი) ანაკლიის მუსიკალური ფესტივალის ტერიტორიაზე დაღუპული 23 წლის ახალგაზდრის მეგობრის განცხადებით, გიორგი ნიშნიანიძე ნარკოტიკის მომხმარებელი არასოდეს ყოფილა.

„გიორგი გამორჩეული ახალგაზრდა იყო, კეთილი, ძალიან თბილი და მოსიყვარულე ბიჭი. ვინც მას იცნობდა, ყველა თავზარდაცემულია. ძალიან წარმატებული გახლდათ. კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტი იყო, ჯანდაცვის ფაკულტეტზე სწავლობდა და წინ საინტერესო ცხოვრება ელოდა.

„სამტრედიაში დაიბადა და გაიზარდა, მაგრამ ბოლო ხანს თბილისში იყო ძირითადად, რადგან იქ სწავლობდა. მისი ოჯახი კი სამტრედიაში ცხოვრობს. გამორჩეული ოჯახის შვილია. დედამისი მე-12 სკოლის დირექტორი იყო, ამავე სკოლა დაამთავრა გიორგიმაც. მას ჰყავს უფროსი ძმა.

„ახლახან დაიწყო მუშაობა, ძალიან გახარებული და ბედნიერი იყო ამ ამბით დედამისი.ოჯახიც არ ჰქონდა შექმნილი. დედამისი ხარობდა, სამსახურიც დაიწყო და თავის თავს მიხედავსო. ძალიან კარგი ადამიანი დავკარგეთ, ყველას რომ უანგაროდ ედგა გვერდში ყოველთვის, ასეთი კაცი იყო. როცა თავისუფალი დრო ჰქონდა, სულ ჩამოდიოდა სამტრედიაში. შოკირებული ვარ.

„დედამისი გერმანულის სპეციალისტია, როგორც უკვე გითხარით, სამტრედიაში სკოლის დირექტორი იყო, მერე რაღაც პროგრამით გაიმარჯვა და წავიდა გერმანიაში სამუშაოდ, იქ ასწავლიდა კოლეჯში გერმანულს. ერთი წელი არ არის რაც წასულია აქედან, ახლა აქ არის ჩამოსული და თავს ამხელა ტრაგედია დაატყდა.

„გიორგი არასოდეს ყოფილა ნარკოტიკის მომხმარებელი და რა მოხდა, ნამდვილად ვერ გეტყვით. ეს ტრაგედია ყოვლად აუხსნელი და მოულოდნელია. დაველოდოთ ექსპერტიზას. ძალიან მხიარული, სიცოცხლით სავსე, საუკეთესო მეგობარი აღარ გვყავს", - აცხადებს გიორგის მეგობარი „კვირის პალიტრასთან"

 

 

 

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×