რეზონანსი
25.08.2018

 (რეზონანსი) ჟურნალისტი ნინო კვაჭანტირაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რითაც ანაკლიაში ახალგაზრდა ბიჭის დაღუპვის ამბავს ეხმაურება:

„აჰა, ანაკლიაში 21 წლის ბიჭი დაიღუპაო და დაიღუპა კიდევ ერთი ოჯახი, დედა, მამა, ახლობლები. ვინც ნარკოტიკების ლეგალიზებას მხარს უჭერს ამ სულთმობრძავ და მილევად ქვეყანაში, არის მკვლელი და ამ ქვეყნის დასამარების და გადაშენების მომხრე! პასუხი არ მჭირდება, არც თქვენი არგუმენტები.

„დიახ, კანონი უნდა გამკაცრდეს, რას ლიბერალობთ და კეკლუცობთ, 2 დღის წინ დღისით, მზისით აგერ, დიღმის მასივში, ასობით გამვლელის თვალწინ 16-17 წლის ბიჭები რაღაც ქილიდან ბოლს ისუნთქავდნენ, ხარხარებდნენ და სამყარო ფეხებზე ეკიდათ და მე თვალგაშტერებული ვუცქერდი და ხმასაც ვერ ვიღებდი. ხალხოოო გამოიღვიძეთ, ომებგამოვლილ და ტყვიას გადარჩენილ მშობლების თაობას შვილები „თამაშობაში" გვეხოცებიან!" - წერს ნინო კვაჭანტირაძე.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×