რეზონანსი
25.08.2018

 ანაკლიაში მიმდინარე ფესტივალზე 10-მდე ადამიანი დაუდგენელი ნივთიერებით მოიწამლა, 22 წლის გიორგი ნიშნიანიძე კი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. სავარაუდოდ ფესტივალის მონაწილეების ინტოქსიკაციის მიზეზი, კუსტარულად დამზადებული ნარკოტიკი გახდა, რომლის დასახელებაც უცნობია.

რა ნივთიერება ვრცელდება ანაკლიაში, უცნობია ფესტივალის ორგანიზატორებისთვის, მათი თქმით, ფესტივალი ტერიტორიაზე საერთაშორისო სტანდარტებით არის უსაფრთხოების ყველა ნორმა დაცული:

"ვცდილობთ, ყველას დავეხმაროთ, თუ რამე პრობლემა აქვთ. ასევე ვცდილობთ მსგავსი ტრაგიკული ფაქტი აღარ განმეორდეს. ყველა სამსახური მობილიზებულია, პოლიცია, სასწრაფო", - განაცხადა ECHOWAVES-ის ორგანიზატორმა, ბრანე კოსტადინოვმა.

შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ერთობლივად ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად სოფელ განმუხურში მიმდინარე ელექტრონული მუსიკის ფესტივალზე ნარკოდანაშაულისთვის 4 პირი დააკავა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×