რეზონანსი
25.08.2018

 ქართველი ნიჩბოსანი, ზაზა ნადირაძე, პორტუგალიის ქალაქ მონტემორში მიმდინარე კანოე-კაიაკის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გავიდა.  შესარჩევი ტური ქართველმა სპორტსმენმა, 200-მეტრიან დისტანციაზე გაცურვა მეორე ადგილზე დაასრულა და მხოლოდ რუს ივან შტილს ჩამორჩა. იგი რუს და გერმანელ კონკურენტებთან ერთად, პლანეტის საუკეთესო ნიჩნბოსნის ტიტულის მოსაპოვებლად ბრძოლას აგრძელებს.

კიდევ ერთმა ქართველმა სპორტსმენმა ბადრი ყაველაშვილმა, კაიაკით 200-მეტრიანი დისტანციის დაფარვაში საუკეთესო შედეგი დააფიქსირა და ფინალში პირველი ნომრით გავიდა. ამ კატეგორიაში ფინალში სულ ექვსი სპორტსმენი ხვდებოდა, ქართველი კი ლიდერის სტატუსით იასპარეზებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×