რეზონანსი
26.08.2018

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ დაკისრებული 712 000 ლარი, რომელთან დაკავშირებითაც სასამართლო დავა მიმდინარეობს, გადაიხადა. რატომ არ ფარავდა ვალს აქამდე უნივერსიტეტი, უცნობია. როგორც უნივერსიტეტის რექტორი, ილიას ჩილოღლუ აცხადებს, თანხის გადახდა დღეს იმ მიზნით მოხდა, რომ ავტორიზაციის საბჭომ უნივერსიტეტს სტუდენტების მიღების საშუალება მისცეს. თანხის გადახდის მიუხედავად, სახელმწიფოსთან ფინანსურ დავას მაინც გააგრძელებენ.

ავტორიზაციის საბჭომ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს სტუდენტების მიღება ერთი წლით სწორედ დავალიანების გამო შეუზღუდა. საბიუჯეტო ვალმა რამდენიმე ასეული ათას ლარს გადააჭარბა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×