რეზონანსი
26.08.2018

 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა რუსთავში, დავით გარეჯის ქუჩაზე. ერთმანეთს "ნისანის" მარკის ავტომობილი და "სოკარ ჯორჯია გაზის" სპეცმანქანა დაეჯახა. მსუბუქ ავტომობილში მცირეწლოვანი ბავშვიც იმყოფებოდა. შემთხვევის შედეგაც არც ერთი მგზავრი არ დაშავებულა. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრული და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები. "ინფორუსთავის" ცნობით, ექიმებმა დედას და 3 წლის ბავშვს ადგილზე გაუწიეს პირველადი სამედიცინო დახმარება. ქალმა სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანაზე უარი თავად განაცხადა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×