რეზონანსი
26.08.2018

 კახეთში ყურძნის ჩაბარების სავარაუდო ფასი ცნობილია. სავარაუდოდ, ერთი კილოგრამი რქაწითელი 70 თეთრი ეღირება, ხოლო საფერავის ფასი 1.50 ლარი იქნება. მართალია, ჯერ არ დაწყებულა იმ მოსავლის აღება, რომელიც სტიქიას გადაურჩა, თუმცა „რთველი 2018-ის“ საკოორდინაციო შტაბის ინფორმაციით, ღვინის 35 კომპანია უკვე დარეგისტრირდა ოფიციალურად. კომპანიები მევენახეებისგან ყურძენს ჩაიბარებენ.

რაც შეეხება ახმეტაში დაზიანებულ ყურძენს, ერთ-ერთმა ქარხანამ 90 ათასი ტონა მოსავალი უკვე გადაამუშავა და პროცესი სავარაუდოდ, 27 აგვისტოს დასრულდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×