რეზონანსი
26.08.2018

 საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის ყოველთვიური ხელფასი 6200 ლარზე მეტს შეადგენს, ხოლო მეხანძრის ან მაშველის მინიმალური სარგო — 750 ლარს. ეს აღნიშნულია მთავრობის განკარგულებაში „საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემის მოსამსახურეთა ფულადი სარგოსა და ფულად სარგოზე დანამატის ოდენობებისა და გაცემის წესის შეთანხმების შესახებ“.

უწყების ხელმძღვანელის გარდა, მაღალი ხელფასები მის მოადგილეებსაც აქვთ: პირველი მოადგილე - 5900 ლარს, რიგითი მოადგილიე - 5800 ლარი. უწყების სხვადასხვა დეპარტამენტების უფროსები თვეში 5000 ლარს მიიღებენ.

მეხანძრეებისა და მაშველების მინიმალური ხელფასი კი 750 ლარს შეადგენს. მომავალში მთავრობის განკარგულების თანახმად, მეხანძრეებისა და მაშველების ყოველთვიურმა ხელფასმა 1200 ლარამდე უნდა შეადგინოს, მისი ოდენობა წოდებასა და მუშაობის სტაჟზე იქნება დამოკიდებული.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×