რეზონანსი
27.08.2018

27 აგვისტოს 13:00 საათზე მცხეთის საქალაქო სასამართლო სმიტების ოჯახის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთხელ იმსჯელებს. მალხაზ კობაურის ადვოკატმა, ალექსანდრე კობაიძემ განაცხადა, რომ განიხილავენ, რამდენად მიზანშეწონილია აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის ძალაში დატოვება.

"სასამართლო ორ თვეში ერთხელ განიხილავს გამოშვება-არგამოშვების საკითხს. იმედი გვაქვს, აღკვეთის ღონისძიების სახე შეიცვლება და პატიმრობა გაუქმდება. საჭიროების შემთხვევაში, სასამართლოს შესაძლოა გირაოც შევთავაზოთ", – განაცხადა კობაიძემ.

მალხაზ კობაურს, ერთი ექსპერტიზის დასკვნა უკვე ჩაუტარეს, რის მიხედვითაც დადასტურდა, რომ მას ფსიქიკური პრობლემები არ აქვს და ჯანმრთელია.

"პრაიმტაიმის" ცნობით, ამჯერად დაცვის მხარე მეორე ექსპერტიზის ჩატარებას აპირებს.​ კობაურის ადვოკატი აცხადებს, რომ ,,მისი დაცვის ქვეშ მყოფს ქალთან არასდროს ჰქონია ინტიმური კავშირი”. უახლოეს პერიოდში კობაურს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით შეამოწმებენ.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში კობაურს უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×