რეზონანსი
27.08.2018

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სენატორ ჯონ მაკკეინის გარდაცვალებასთან დაკავშირებით თეთრი სახლის მიერ პრესრელიზის გამოქვეყნება აკრძალა. „ვაშინგტონ პოსტის“ ინფორმაციით, განცხადებაში მაკკეინი, როგორც ვიეტნამის ომის ვეტერანი, გმირად არის მოხსენიებული. 

აშშ-ს პრეზიდენტმა ოფიციალურ პრესრელიზს „ტვიტერი“ ამჯობინა და სამძიმრის პოსტი საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა. მას თეთრი სახლის ოფიციალური განცხადება არ მოჰყოლია. 

იმის მიუხედავად, რომ ტრამპი და მაკკეინი „რესპუბლიკური პარტიის“ წარმომადგენლები იყვნენ, ერთმანეთის მიმართ ძლიერ ანტიპატიას განიცდიდნენ და პოლიტიკურ საკითხებში ხშირად მოწინააღმდეგეები იყვნენ. კერძოდ, მაკკეინმა აშშ-ას პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინთან ჰელსინკში გამართულ შეხვედრას შეცდომა უწოდა. ასევე ცნობილია, რომ მაკკეინის სურვილის მიხედვით, ტრამპს სენატორის დაკრძალვის ცერემონიაზე არ დაპატიჟებენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×