(რეზონანსი) ხარისხის მართვის ცენტრის ხელმძღვანელის თამარ სანიკიძის განცხადებით, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მხრიდან ვალის გადახდა იმას არ ნიშნავს, რომ უნივერსიტეტს პრობლემები აღარ აქვს.
მისივე თქმით, დღის ბოლოს იწურება ვადა, როდესაც სტუდენტებმა უნდა შეცვალონ არჩეული სასწავლებელი, ამ დრომდე კი უნივერსიტეტის პრობლემის ამოწურვა ვერ მოხერხდება.
„არ ვფიქრობ, რომ ვალის გადახდით ყველაფერი გვარდება, მაგრამ ტენდენცია კარგია, რადგან დაწესებულებამ გადაწყვიტა ამ პრობლემებს მიხედოს. ჩვენ გავწევთ ყველანაირ ორგანიზაციულ საკითხებს იმისათვის, რომ დროულად მოხდეს სააპელაციო საბჭოში წარმართვა," - აცხადებს სანიკიძე.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა დავალიანება - 712 000 ლარი გადაიხადა.