რეზონანსი
27.08.2018

 (რეზონანსი) სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ხადას ხეობაში მომხდარ სასტიკ მკვლელობაში ბრალდებული მწყემსი ჯანმრთელია და ფსიქიკური პრობლემები არ აღენიშნება.

სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი აღმკვეთი ღონისძიების შეცვლას ითხოვს. შუამდგომლობას მალხაზ კობაურის ადვოკატი დღევანდელ სასამართლო პროცესზე დააყენებს, რომელიც 13:00 საათზე დაიწყება.

მალხაზ კობაურს ბრალად ედება განზრახ მკვლელობა, განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 16-დან 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×