რეზონანსი
27.08.2018

 (რეზონანსი) სმიტების ოჯახის სამი წევრის მკვლელობაში ბრალდებული 19 წლის მწყემსის, მალხაზ კობაურის დედა მარინა მარტიაშვილი მისი შვილისვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლას და მის გათავისუფლებას მოითხოვს.

აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვის საკითხზე მცხეთის რაიონულმა სასამართლომ დღეს უნდა იმსჯელოს. როგორც მარტიაშვილი აცხადებს, მისი შვილი უდანაშაულოა.

"ჩემი შვილი დამნაშავე არ არის. დარწმუნებული ვარ, უდანაშაულოა, რადგან მე ვიცი, რაც არის ჩემი შვილი. ამ დანაშაულს იგი არ ჩაიდენდა", - განაცხადა მარტიაშვილმა.

სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი აღმკვეთი ღონისძიების შეცვლას ითხოვს. შუამდგომლობას მალხაზ კობაურის ადვოკატი დღევანდელ სასამართლო პროცესზე დააყენებს, რომელიც 13:00 საათზე დაიწყება.

 

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×