რეზონანსი
27.08.2018

 (რეზონანსი) გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 27 - 29 აგვისტოს დასავლეთ საქართველოში, მათ შორის შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +31, +36, შავი ზღვის სანაპირო რაიონებში კი +29, +31 გრადუსის ფარგლებში შენარჩუნდება.

30 აგვისტოს დღის საათებში ზოგიერთ რაიონში გაწვიმდება, ჰაერის ტემპერატურა 2 - 3 გრადუსით დაიკლებს.

27 - 30 აგვისტოს აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში შესაძლოა ხანმოკლე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა +28, +33 გრადუსის ფარგლებში იქნება.

თბილისში მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა +30, +32 გრადუსის ფარგლებში შენარჩუნდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×