რეზონანსი
27.08.2018

 (რეზონანსი) ანაკლიაში გამართული ელექტრონული მუსიკის ფესტივალიდან ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში სულ 18 პაციენტი შეიყვანეს, მათგან ერთი გარდაიცვალა, 8-ს ალკოჰოლის ინტოქსიკაცია, ხოლო 3-ს დაუზუსტებელი სუბსტანციების ტოქსიური ეფექტი აღენიშნებოდა. ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი" ავრცელბს.

რაც შეეხება დანარჩენებს, 2-ს კვებითი ინტოქსიკაცია, ერთს კი მუცლის არეში ტკივილი აღენიშნებოდა. ასევე, სამ შემთხვევაში იყო ზედაპირული ტრავმა, მათგან ერთს მხრის ამოვარდნილობა ჰქონდა.

პაციენტების ასაკი 30 წლამდეა და მათ შორის ქალებიც იყვნენ. ამ მომენტისთვის ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში არცერთი მათგანი აღარ არის. ყველა მათგანი გაეწერა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×