რეზონანსი
27.08.2018

 (რეზონანსი) მცირეკონტინგენტიან სკოლებში შესაძლებელია, ორ კლასს ერთი დამრიგებელი ჰყავდეს, - ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროს ზოგადი განათლების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსმა მარიამ ჩიქობავამ განაცხადა.

როგორც ჩიქობავამ აღნიშნა, მცირეკონტინგენტიან სკოლებში სამინისტროს რეკომენდაციაა, რომ ერთ დამრიგებელს არანაკლებ 10 მოსწავლე ჰყავდეს.

„კლასს აუცილებლად უნდა ჰყავდეს დამრიგებელი და ის აუცილებლად უნდა იყოს იმავე სკოლის პედაგოგი. თუმცა, შესაძლებელია მცირეკონტინგენტიან სკოლებში ორ კლასს ერთი დამრიგებელი ჰყავდეს. ასეთ სკოლებში ერთადერთი რეკომენდაციაა, რომ ერთ დამრიგებელს არანაკლებ 10 მოსწავლე ჰყავდეს", - განაცხადა მარიამ ჩიქობავამ „ინტერპრესნიუსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×