რეზონანსი
27.08.2018

 (რეზონანსი) აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სენატორი ჯონ მაკკეინის დაკრძალვის ცერემონიაზე არ დაპატიჟეს. ინფორმაცია მაკკეინის ოჯახის წევრებზე დაყრდნობით ვცრელდება.

სენატორის გარდაცვალების გამო მწუხარება ქვეყნის ლიდერმა Twitter-ის ქსელში გამოხატა. ტრამპის ბრძანებით, თეთრ სახლსა და სხვა სამთავრობო შენობებზე გლოვის ნიშნად სახელმწიფო დროშები დაუშვეს.

მაკკეინის ხსოვნას პატივს მიაგებენ შეერთებული შტატების მოქმედი და ყოფილი მაღალჩინოსნებიც. ბარაკ ობამამ სენატორს უპრეცედენტო მამაცობის მაგალითი უწოდა.

81 წლის ამერიკელი სენატორი ჯონ მაკკეინი 25 აგვისტოს გარდაიცვალა. ჯონ მაკკეინს ტვინის კიბოს დიაგნოზი გასული წლის ივლისის ბოლოს დაუსვეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×