რეზონანსი
27.08.2018

 (რეზონანსი) აცხადებს პროფესორი კახაბერ ჯაყელი შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებზე.

"სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები და ჩვენი მხარდამჭერები ვაპირებთ, შევიკრიბოთ განათლების სამინისტროსთან, რათა გაირკვეს სიმართლე. ფაქტია, რომ ქართული განათლების ბაზარზე დაიწყეს ისეთი უნივერსიტეტების ჩაძირვა, რომელსაც მე თამამად დავარქმევდი ჩვენი ქვეყნის ოქსფორდსა და კემბრიჯს, სადაც სტუდენტები თავიანთი ოცნებებით მიისწრაფვიან," უთხრა მან "რეზონანსს".

"როგორც ჩანს, ქართველი სტუდენტებისა და აბიტურიენტების ბედი არავის აინტერესებს და ის ორგანიზაცია, რომელიც ორიენტირებული უნდა იყოს სწორედ ამ საკითხზე, დღეს ქართველ სტუდენტებსა და აბიტურიენტებს აბუჩად იგდებს და მათი სურვილის გაუთვალისწინებლობას არჩევს. აქედან გამომდინარე, მე, როგორც ქართველი პროფესორი და ასევე ავტორიზაციის საბჭოს ყოფილი წევრი, აკრედიტაციის ექსპერტი, ხმამაღლა ვაცხადებ, რომ ეს ორგანიზაცია, ანუ უმაღლესი განათლების ხარისხის ცენტრი და მისი ხელმძღვანელი, ასევე ამ ცენტრის ავტორიზაციისა და აკრედიტაციის საჭოები ფარული კონკურენციის ბერკეტად გადაიქცა. მოვუწოდებ შესაბამის ორგანიზაციებს, შეისწავლონ მაფიის შესაძლო შესვლა უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების ცენტრში და მის ავტორიზაციისა და აკრედიტაციის საბჭოებში. თუ ეს არ განხორციელდა, ჩვენ მივიღებთ ჩინოვნიკების პარპაშს განათლების ბაზარზე, საუკეთესო პროფესორების გაქცევას განათლების სისტემიდან და იქ ხელის ბიჭებისა და მოჯამაგირეების, ამ სიტყვის უარყოფითი გაგებით, მომრავლებას. ჩემი აზრით, აღნიშნული ორგანიზაციები უნდა შეამოწმოს საქართველოს პროკურატურამ და გამოვლინდეს მონოპოლიური გარიგებები ფარულ ძალებს შორის, რომელსაც ჩვენ მაფია დავარქვით," აცხადებს პროფესორი.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×