(რეზონანსი) 2015-2016 წლებში საქართველოს მასშტაბით მშობიარობის შემდეგ 22 ქალი გარდაიცვალა. ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიდის სტატისტიკურ მონაცემებში აღნიშნულია, რომ 2015-2016 წლებში ყველაზე მეტი მშობიარე, კერძოდ, 7 ქალი თბილისში დაიღუპა.
შემდეგ მოდის აჭარის რეგიონი, სადაც 6 მშობიარეს გარდაცვალება დაფიქსირდა, ხოლო მესამე ადგილზე იმერეთის რეგიონია 4 შემთხვევით.
2015-2016 წლებში მშობიარობის შემდეგ ქალის დაღუპვის 2 შემთხვევა ქვემო ქართლში, ერთი შიდა ქართლში, ერთი კახეთში, ხოლო ერთი სამეგრელოში დაფიქსირდა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2017 წლის იგივე მონაცემები მიმდინარე წლის ოქტომბერში გახდება ცნობილი, ხოლო 2018 წლის მონაცემები 2019 წელს გავრცელდება.