რეზონანსი
27.08.2018

 (რეზონანსი) ჩატარდება ექსპერტიზა და დადასტურდება, რომ ლორა სმიტის სხეულში კობაურის სპერმა არ არის მოხვედრილი - აცხადებს სმიტების ოჯახის წევრების მკვლელობაში ბრალდებულის, მალხაზ კობაურის ადვოკატი ლექსო კობაური.

მისი თქმით, მცხეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას, კობაურისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის დატოვების შესახებ, დაცვის მხარე სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

"შერაცხადობაზე ექსპერტიზის დასკვნას ვეთანხმებით, რადგან ფაქტობრივად, წარმოუდგენელია ერთმა ადამიანმა მოკლას მამაკაცი, შემდეგ მოკლას ბავშვი, ქალს სდიოს კილომეტრნახევარი, გააუპატიუროს და გაგუდოს. ეს წარმოუდგენელია, რაც არ უნდა მანიაკალურ ინსტიქტებთან გვქონდეს საქმე. სპერმის ექსპერტიზასთან დაკავშირებით კი მთელი რიგი უზუსტობებია და ამას მოწმობს ისიც, რომ ექსპერტიზის მიხედვით, რაიან სმიტის სხეულში იყო მისივე სპერმა, რაც დაუჯერებელია. ჩატარდება ექსპერტიზა და დადასტურდება, რომ კობაურის სპერმა არ არის მოხვედრილი ლორა სმიტის სხეულში",- განაცხადა ადვოკატმა.

 

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×