ტატა შოშიაშვილი
27.08.2018

 ანაკლიაში გამართული ელექტრონული მუსიკის ფესტივალიდან ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში სულ 18 პაციენტი გადაიყვანეს, მათგან ერთი გარდაიცვალა. 8-ს ალკოჰოლის ინტოქსიკაცია, ხოლო 3-ს დაუზუსტებელი სუბსტანციების ტოქსიური ეფექტი აღენიშნებოდა. რაც შეეხება დანარჩენებს, 2-ს კვებითი ინტოქსიკაცია, ერთს კი მუცლის არეში ტკივილი აღენიშნებოდა. ასევე, სამ შემთხვევაში იყო ზედაპირული ტრავმა, ჰოსპიტალიზირებული პაციენტებიდან ერთ-ერთს მხრის ამოვარდნილობა ჰქონდა.

ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალის სამედიცინო დირექტიროს, სულხან ორჟონიას თქმით, გარდაცვლილია 21 წლის ბიჭი.

"ფესტივალიდან ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადმოიყვანეს 21 წლის მამაკაცი, რომლის გარდაცვალების მიზეზს ვერ გეტყვით. ამჟამად გვამი გადასვენებულია ექსპერტიზაზე და მისი დასკვნის გარეშე, სამწუხაროდ, გამიჭირდება რაიმეს თქმა. ამ ყველაფერს სჭირდება ანალიზისა და ექსპერტიზის ჩატარება, რათა შესაძლებელი გახდეს კონკრეტული მიზეზის დასახელება," - ამბობს ორჟონია.

რაც შეეხება დანარჩენ პაციენტებს, ამჟამად მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ძირითადმა ნაწილმა უკვე დატოვა საავადმყოფო:

"ჯერჯერობით არ დადგენილა, თუ რა ნივთიერებებისგან მოიწამვლა ანაკლიის ფესტივალიდან გადმოყვანილი სამი პაციენტი. ზუსტი პასუხი მხოლოდ ერთ თვეში იქნება, იქამდე ვერანაირ დასკვნას ვერ გავაკეთებთ.

"ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადმოყვანილი პაციენტების ძირითადი ნაწილი არის ალკოჰოლის ზემოქმედების შედეგად შემოყვანილი და, შესაბამისად, ასეთი პაციენტი იყო 8, რომლებიც მცირე სამედიცინო დახმარების შემდეგ გაეწერნენ კლინიკიდან. ორი მათგანი კვებითი ინტოქსიკაციით გადმოყვანილი, ხოლო რამდენიმე კი მცირედი ზედაპირული ტრავმებით მოხვდა ჰოსპიტალში-შუბლის არის ჭრილობით, ხელის არის ჭრილობით და ა.შ." - უთხრა სულხან ორჟონიამ "რეზონანსს".

 

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×