(რეზონანსი) პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას გეგმავს.
როგორც ზურაბიშვილი ამბობს, შეხვედრა „ქართული ოცნების" დამფუძნებელთან იმ შემთხვევაში შედგება, თუ მმართველი გუნდი არჩევნებზე მას დაუჭერს მხარს.
"მე შევხვდები როცა იქნება გადაწყვეტილება ოცნების. ვთქვი ერთხელ ორჯერ და ათჯერ და გავიმეორებ, რომ ამისი იმედი მაქვს იმიტომ, რომ სხვა ძალა ამ ქვეყანაში, რომელსაც შეუძლია ჩემი მხარდაჭერა, გარდა თვით მოსახლეობისა და არაპარტიული მოსახლეობისა, არის ის ძალა, რომელთანაც მე ერთ დროს ვიბრძოდი, ვიბრძვი და რომელთანაც მაქვს ბევრი საერთო ღირებულებები. მე არ ვარ ამ პარტიის წევრი და არ ვარ პარტიული და მე მგონი, რომ პრეზიდენტი არ უნდა იყოს და მიკვირს იმ კანდიდატების, რომლებიც ერთდროულად პარტიის თავმჯდომარეები არიან და კანიდატები, იმ პრეზიდენტის ფუნქციაზე, რომელიც არის უპარტიო. მე ამათ მხარდაჭერას მივიღებ სიამოვნებით თუ იქნება. უთუოდ იქნება საჭირო შეხევდრა, კონსულტაციები იმისთვის, რომ გავიგოთ რა ფორმით იქნება, ეს მხარდაჭერა" განუცხადა ზურაბიშვილმა.