რეზონანსი
27.08.2018

 (რეზონანსი) შავი ზღვის უნივერსიტეტის სტუდენტები ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებას მთავრობის ადმინისტრაციასთან აპროტესტებენ.

აქციის მონაწილეები საბჭოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც უნივერსიტეტს ფინანსური დავალიანებების გამო, სტუდენტების მიღება ერთი წლის ვადით აეკრძალა, უსამართლოს უწოდებენ.

„უნდა დავანახოთ საზოგადოებას, რომ გვინდა განათლების მიღება, გვინდა არ გვეზღუდებოდეს არჩევანის თავისუფლება. ჩვენი მთავარი მიზანი რჩება უცვლელი, რომ ცენტრმა შეცვალოს თავისი გადაწყვეტილება და არსებული პროცესი შეაჩეროს. ამ დრომდე მათ ფაქტობრივად უგულვებელყვეს გადახდილი დავალიანება და მოთხოვნა, რომ ერთ-ერთ საუკეთესო უნივერსიტეტს არ შეეზღუდოს უფლება, მიიღოს აბიტურიენტები. თუ მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, პროტესტის ასეთ ფორმებს აუცილებლად გავაგრძლებთ", - აცხადებს შავი ზღვის უნივერსიტეტის სტუდენტი თამარ გეგენავა.

IBSU- მ დავალიანება უკვე გადაიხადა, თუმცა ჯერჯერობით დაწესებული შეზღუდვები უნივერსიტეტს არ მოხსნია.

 

 

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×