რეზონანსი
27.08.2018

 (რეზონანსი) პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი მიესალმება თუ მის საარჩევნო კამპანიას ძმები გაჩეჩილაძეები დააფინანასებენ. ამჟამად კი, როგორც ზურაბიშვილი ამბობს, მის კამპანიას თავად, საკუთარი დანაზოგით აფინანსებს:

„ჯერჯერობით არავინ არ არის ჩართული იმ მხრივ, რომ ჩემი საარჩევნო ფონდი ეხლახან შეიქმნა. მე ვარ ჯერჯერობით ერთადერთი დამფინანსებელი ამ ფონდში, ჩემი პირადი დანაზოგით, ვინ იქნება ხვალ და როცა იქნება, ამას ყველაფერს ძალიან საჯაროდ ვიტყვი, არაფერია დასამალი. თუ იქნებიან გაჩეჩილაძეები, მივესალმები, თუ ინქებიან სხვები, იმათაც მივესალმები, რაც შეიძლება ბევრნი იყვნენ და ბევრს მივესალმები", - აცხადებს ზურაბიშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×