რეზონანსი
27.08.2018

 ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. თამარ მეფის გამზირზე ერთმანეთს ორი ტრაილერი შეეჯახა. დაშავდა ორი პირი. ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ინფორმაციით, მოქალაქეები რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. პაციენტებს სხეულის მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებათ.

საავტომობილო გზაზე მოძრაობა შეფერხებულია. გზაზე სამშენებლო მასალა ყრია, რომელიც ავარიის დროს ტრაილერიდან გადმოცვივდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×