პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის თქმით, რეგიონში 40 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, რაც მოსახლეობის ფინანსურ შესაძლებლობებს გააუმჯობესებს და რაიონს დაცლის საფრთხეს აღარ შეუქმნის.
“დღეს, ამბროლაურში ფუძეობის დღესასწაულს დავესწარი. მისასალმებელია, რომ რეგიონში ამ დროისათვის 40 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, რაც პირდაპირ აისახება ადგილობრივი მოსახლეობის კეთილდღეობაზე.
თუ აქამდე ამ ულამაზეს და უნიკალურ მხარეს დაცლის საფრთხე ემუქრებოდა, ახლა ნამდვილად გაჩნდა იმედი, რომ ეს პროცესი არათუ შეჩერდება, არამედ პირიქით, რეგიონი ახალ სიცოცხლეს შეიძენს. ჩვენი მიზანიც სწორედაც ეს არის – რომ კეთილდღეობამ და პროგრესმა თითოეულ ოჯახამდე მიაღწიოს”, – აცხადებს მამუკა ბახტაძე.