რეზონანსი
27.08.2018

 ბათუმის მეთევზეთა ნავმისადგომზე 5 თვეა გემი ALICAN KARTAL-ი დგას. ეკიპაჟის წევრები კი, უკვე 8 თვეა კუთვნილ ანაზღაურებას ითხოვს. ქართული დროშის ქვეშ მცურავი გემის მფლობელი თურქეთის მოქალაქეა, რომელიც ამ დრომდე დავალიანებას არ იხდის.

ეკიპაჟის წევრები ამბობენ, რომ მათ მიმართ გემის მფლობელის დავალიანებამ 32 ათას ლარს მიაღწია. ისინი დახმარებას ითხოვენ და ამბობენ, რომ სიტუაციის შესახებ ინფორმირებული არიან საზღვაო ტრასპორტის ადმინისტრაცია და საზღაო პროფკავშირი.

ეკიპაჟის წევრების თქმით, გემი ტექნიკურად გაუმართავია და არც საწვავი აქვთ. მათ ფოთიდან ბათუმში სამშენებლო მასალა უნდა გადაეტანათ.

ეკიპაჟის წევრებს შორის ოთხი საქართველოს, სამი ინდოეთის, ერთი ირანის და ერთი უკრაინის მოქალაქეა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×