რეზონანსი
27.08.2018

 კრწანისის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, დავით ფეტვიაშვილმა გადადგომის თაობაზე ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, თამარ ჟვანიას მიმართა. როგორც ცესკოს პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ განუცხადა, ცესკოს თავმჯდომარეს ფეტვიაშვილის მოთხოვნა ჯერჯერობით არ დაუკმაყოფილებია. 

ფეტვიაშვილის განცხადებას კომისია უახლოეს დღეებში განიხილავს და გადაწყვეტილება მოგვიანებით გახდება ცნობილი. 

გაერთიანებამ „ძალა ერთობაშიამ" დღეს ვიდეომასალა გაავრცელა, რომლის თანახმად, „ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბი საარჩევნო ადმინისტრაციებს აკომპლექტებს. ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, ჩანაწერებში ჩანს, რომ კრწანისის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე პირდაპირ კონტაქტზეა „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის კრწანისის კომისიის კურატორთან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×